Tuesday, July 21, 2015

აიაქსი, ინგლისელი პოეტი და ტუალეტი

ალბათ გაგიკვირდებათ, რა კავშირშია ერთმანეთთან ბლოგის სათაურში გამოტანილი ტრიადა. თუ ზედმეტი 10 წუთი მოგეპოვებათ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ შეძლებთ დაადგინოთ კავშირი, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან შორს მდგომ კონცეპტებს შორის.

აიაქსის გაგონებისას შესაძლოა მკითხველთა უბრავლესობას საფეხბურთო გუნდი ამსტერდამიდან (ან, სულაც  პროგრამირების ენა)  გაახსენდეს. თუმცა, უპრიანია გვახსოვდეს ტროას ომების მონაწილე ბერძნული მითოლოგიიდან, რომელიც გამოირჩეოდა საკუთარი ფიზიკური მონაცემებითა და სიძლიერით. 

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია სრულად არ იქნებოდა საინტერესო ბლოგის მკითხველისთვის, რომ არა  ელიზაბეტის სამეფო კარის  პოეტის, მწერლისა და მოღვაწის 1596 წლის გამოგონება. მავანმა სერ ჯონ ჰარინგონმა დაახლოებით ამ წლისთვის შეიმუშავა ჩასარეცხი ტუალეტის პირველი პროტოტიპი, რომელსაც Ajax უწოდა (ანუ, a "jakes" - ტუალეტის აღმნიშვნელი სიტყვა იმდროინდელ სლენგზე).  

გამოგონების შემდეგ, აწ უკვე 400 წელზე მეტია კაცობრიობა იყენებს ამ ფრიად მოსახერხებელ გამოგონებას. თუმცა, დედამიწაზე ყველა ადამიანს როდი აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს აღნიშნული გამოგონება. 


STEP Skills Measurement Program 2013-ის მიხედვით, საქართველოს ქალაქებში ტუალეტები უმეტესწილად არ არის საზიარო და ყველა შინამეურნეობას / ოჯახს პირადი ტუალეტით სარეგებლობა შეუძლია. 
თუმცა, როგორც მომდევნო კითხვა გვიჩვენებს საქართველოს ქალაქებში ყველას არ აქვს ჩასარეცხი ტუალეტი.  სავარაუდოა, რომ თუ მთლიანი ქვეყნის მასშტაბს გავითვალისწინებთ ჩასარეცხი ტუალეტების წილი მნიშვნელოვნად შემცირდება. ერთი შეხედვით ეს არაფრის მომცემი ინფორმაცია ერთგვარი ინდიკატორია, თუ როგორი პირობებში ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში. 



No comments:

Post a Comment