Tuesday, July 21, 2015

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი?

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან პიროვნული თვისებებით, ქცევითა და პრიორიტეტების შერჩევით. ხშირად არჩევანის გაკეთებისას უპირატესობას ანიჭებენ შორს მიმავალ პერსპექტივებს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ მოცემულ მომენტში არსებული ვითარება შეინარჩუნონ, ვიდრე გარისკონ მომავალი დივიდენდების მისაღებად. 

STEP Skills Measurement Program 2013-ის კვლევაში მოცემულია კითხვების ერთობლიობა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ რესპოდენტების პრიორიტეტები სხვადასხვა ტიპის არჩევანის გაკეთებისას. (როგორც გახსოვთ, აღნიშნული კვლევა 2013 წელს ჩატარდა და მოიცავდა მხოლოდ საქართველოს ურბანული დასახლელების მცხოვრებებს).

 "წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება:
ვარიანტი 1: მიიღებთ 130 ლარს გარანტირებულად.
ვარიანტი 2: ააგდებთ მონეტას და მიიღებთ 0 ლარს, თუ მონეტა ზურგით დაეცემა და მიიღებთ 390 ლარს, თუ მონეტა პირით დაეცემა.

რომელ ვარიანტს აირჩევთ?" 
გარანტირებული თანხა თუ მონეტის აგდება
ამ პირობის გათვალისწინებით, რესპოდენტთა უმრავლესობამ, 77%-მა განაცხადა რომ ისინი გარანტირებულ 130 ლარის აიღებდნენ. ამასთან, რესპოდენტთა იმ 77%-ს, რომელთაც გარანტირებული თანხის აღება არჩიეს, კვლავ გაუმეორეს აღნიშნული პირობა, თუმცა გაზარდეს შესაძლო მოგების რაოდენობა:

 "წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება:
ვარიანტი 1: მიიღებთ 130 ლარს გარანტირებულად.
ვარიანტი 2: ააგდებთ მონეტას და მიიღებთ 0 ლარს, თუ მონეტა ზურგით დაეცემა და მიიღებთ 520 ლარს, თუ მონეტა პირით დაეცემა.

რომელ ვარიანტს აირჩევთ?" 
შეთავაზება გარანტირებული თანხის ამღებთათვის
როგორც ვხედავთ, შესაძლო მოგების გაზრდამ არ მიიზიდა "დღევანდელი კვერცხის" მსურველი რესპოდენტები - აბსოლუტური უმრავლესობა გარანტირებულ თანხას ირჩევს. 

ამავდროულად, რისკის მოყვარულ 23%-საც გაუმეორეს პირობა და მათაც შესთავაზეს ახალი, თუმცა უარესი პირობები:

"წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება:
ვარიანტი 1: მიიღებთ 130 ლარს გარანტირებულად.
ვარიანტი 2: ააგდებთ მონეტას და მიიღებთ 0 ლარს, თუ მონეტა ზურგით დაეცემა და მიიღებთ 260  ლარს, თუ მონეტა პირით დაეცემა.

რომელ ვარიანტს აირჩევთ?"
შეთავაზება მონეტის ამგდებთათვის
როგორც ჩანს, რისკის მოყვარულები ბოლომდე ენდობიან იღბალს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეთევაზებასთან შედარებით მონეტის  აგდების შედეგად შესაძლო მოგების თანხა შემცირდა, რიკის მოყვარული რესპონდენტების უმრავლესობა მაინც მზად არის ააგდოს მონეტა, რათა გარანტირებულ თანხაზე მეტის მოგების შესაძლებლობა ჰქონდეს. 

No comments:

Post a Comment