Tuesday, July 21, 2015

მშობლები და აკადემიური მოსწრება სკოლაში

თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ ვაგრძელებ ბლოგზე ახალი ინფორმაციების დადებას. მიზეზი, რატომაც შეწყვეტილი მქონდა ბლოგის წერა იყო სიზარმაცე და მოუცლელობა. სიმბოლურია, რომ განახლებული ბლოგის თემა გარკვეულწილად ეხება სიბეჯითეს, კერძოდ სკოლაში აკადემიურ მოსწრებას.
მსოფლიო ბანკის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში 2013 წელს ჩატარებული კვლევა STEP Skills Measurement Program (კვლევა მხოლოდ საქართველოს ქალაქებში ჩატარდა). კვლევის საველე სამუშაოები საქართველოში CRRC საქართველომ ჩაატარა.  აღნიშნული კვლევა უამრავ საინტერესო მონაცემს ინახავს და უახლოეს მომავალში შევეცდები მაქსიმალურად გამოვაქვეყნო საინტერესო და თავშესაქცევი მონაცემები ბლოგზე.  როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ბლოგის თემა აკადემიუერ მოსწრებას შეეხება.
განათლებისადმი მიძღვნილი მოდული შეიცავდა ორ საინტერესო შეკითხვას - (ა) რესპოდენტის მიერ საკუთარი აკადემიური მოსწრების შეფასება სკოლის უკანასკნელ კლასში* და (ბ) მშობლების/მეურვეების ჩართულობა გამოცდების/ტესტების შედეგების გაგებაში**. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ აფასებენ რესპოდენტები თავიანთ მოსწრებას სკოლის ბოლო კლასში და რამდენად იყვნენ დაინტერესებულები მშობლები/მეურვეები რესპოდენტთა მიერ ჩაბარებელი გამოცდების შედეგების გაგებით.

როგორც ვხედავთ, აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ საშუალო თუ არა, საშუალოზე მაღალი და შესანიშნავი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა.
  


საინტერესოა, რომ ამავდროულად უმეტესობა თვლის, რომ მშობლები/მეურვეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის გამოცდების/ტესტების შედეგების გაცნობით.
საინტერესო ციფრებს გვაძლევს ამ ორი შეკთხვის ერთმანეთთან კროსტაბულაციაც:



როგორც ერთი შეხედვით ჩანს, „კარგი აკადემიური მოსწრების“ მქონდე რესპოდენტების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათი მშობლები აქტიურად იყვნენ ინფორმირებულნი საკუთარი შვილების მიერ სკოლაში ჩაბარებული გამოცდების/ტესტების შესახებ. ეს უბრალო კროსტაბულაცია არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აკადემიური მოსწრება დამოკიდებულია ან რაიმე კავშირშია მშობლების აქტიურ ჩაბმულობასთან, თუმცა გარკვეული ტრენდის შენიშვნა შესაძლებელია.

p.s. კითხვების ზუსტი ფორმულირება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. ტექსტში მოცემული ქართული თარგმანი მთლად ზუსტი არ არის. 
* From what you remember, how did you compare in your school work to your classmates  in the highest grade you attended in primary or secondary school? DO  NOT READ RESPONSES

** When you were attending primary school, did either of your parents/guardians actively keep themselves informed of your exam/test results or grades?

No comments:

Post a Comment