Friday, July 18, 2014

შერეული ქორწინებები საქართველოში


Caucasus analitical digest-ის 2014 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა მილენა ოგანესიანის სტატია საქართველოში შერეული ქორწინებების შესახებ.  სტატიაში მოყვანილი იყო რამდენიმე საინტერესო გრაფიკი.

პირველი გრაფიკი ასახავს ქართველებს შორის შერეული ქორწინებების რიცხვს წლების განმავლობაში. გრაფიკზე ასახულია 2003 წლამდე შერაული ქორწინებების რიცხვის შემცირება და შემდგომ მცირედი მატება. ყველაზე მეტი შერეული ქორწინება ქართველებს რუსი და სომეხი ეროვნების წარმომადგენლებთან აქვთ. 

 მეორე გრაფიკი გვიჩვენებს, რომ დროთა განმავლბოაში საქართველოში ქართველებს შორის ჰომოგენური ქორწინებების რიცხვმა იმატა. 
ეს ფაქტი გასაოცარი არ არის, თუკი შეხვედავთ 2009-2013 წლებში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ასახავ რესპონდენტების მოსაზრებებს ქართველი ქალის სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე გათხოვებაზე. 

Wednesday, July 9, 2014

ოჯახში ბავშვთა იდეალური რაოდენობა საქართველოში

ამ ბლოგის დაწერა ჰანს რიოსლინგის მიერ ჩატარებულმა ლექციამ გადამაწყვეტინა, რომელიც საქართველოში გაიმართა 2014 წლის 25 ივნისს. შვედი მეცნიერი საქართველოში გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის და საქართველოს პარლამენტის გერნდერული თანასწორობის საბჭოს მოწვევით ჩამოვიდა, რათა ესაუბრა საქართველოში გენდერული თანასწორობისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ. 

ლექციის მიმდინარეობისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მრავლისმეტყველი 00:37:41-ზე გამოჩენილი სლაიდი აღმოჩნდა. მოცემული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალების მხოლოდ 27% იყენებს თანამედროვე კონტრაცეპტივებს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 65%-ია შვედეთში. გრაფიკიდან აგრეთვე ჩანს, რომ შვედეთში ორჯერ უფრო მაღალია შობადობის მაჩვენებელი, მაშინ როდესაც აბორტების რაოდენობა თითქმის თანაბარია ორივე ქვეყანაში (აღსანიშნავია, რომ შვედეთში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში).
2013 წლის კავკასიის ბარომეტრის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობას ოჯახში ბავშვთა იდეალურ რაოდენობად 3 ბავშვი მიაჩნია (45%). ძალიან საინტერესოა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი იყო "რამდენსაც ღმერთი მოგვცემს", რომელზედაც, ჩემთვის გასაოცრად, რესპონდენტების 9%-მა უპასუხა. 
საინტერესოა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ოჯახში ბავშვთა იდეალური რაოდენობა საკმაოდა განსხვავდება. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ბავშვების რაოდენობაც - თუ 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მოქცეული რესპონდენტების 47%-ისთვის არის სამი ბავშვი იდეალური, 56+-ის ეს მაჩვენებელი 38%. ანალოგიურად, ახალგაზრდებში მხოლოდ 16% თვლის, რომ ოთხი ბავშვი იდეალურია ოჯახისთვის, როდესაც 56 წლის და უფროსი რესპონდენტების 34% ფიქრობს ასე. 
მცირე, მაგრამ შესამჩნები განსხვავებები გამოიკვეთა განათლების დონის მიხედვითაც, რომლის თანახმადაც განათლების უფრო მაღალი დონის მქონე რესპონდენტები უფრო ემხრობიან ოჯახის მრავალშვილიან მოდელს, ვიდრე საშუალო ან საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანები. 


Sunday, July 6, 2014

სასამართლოები საქართველოში


2005 წელს დაწყებული რეფორმის შედეგად შეიქმნა პირველი ინსტანციის 15 გამსხვილებული სასამართლო 27 მაგისტრი მოსამართლით. რეფორმის დასრულების შემდგომ კი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 22 პირველი ინსტანციის და 44 მაგისტრი სასამართლო.

პირველი ინსტანციის სასამართლოები წარმოადგენენ ქართული სასამართლო სისტემის პირველ საფეხურს, რომელთანაც შეხება უწევთ ქვეყნის მოქალაქეებს. ხშირად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ირაბად თუ პირდაპირ აისახება სასამართლოების საქმიანობასა და მათ მიერ გამოტანილ განაჩენებში. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ–გვერდზე არსებულ სტატისტიკის განყოფილებაში.
მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული ადმინისტრაციული საქმეებში შემცირდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შეანილი სარჩელები და ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ დამთავრებული საქმეები. საპირისპიროდ, გაიზარდა ეს მაჩვენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ.
აგრეთვე საინტერესოა შემდეგი გრაფიკი, რომელიც ასაღავის ამნისტიით ან სხვა საფუძვლით განთავისუფლებულ პატიმართა რიცხვს.  საინტერსოა, რომ წინასაარჩევნო ციებ–ცხელებითა და პოლიტიკური სკანდალებით დატვირთული 2007 და 2008 წლებში მოხდა დიდი რაოდენობით პატიმრის განთავისუფლება.

დროთა განმავლობაში აგრეთვე იცვლება სასამართლოს მიმართ დამოკიდებულებაც. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში, სხვადასხვანაირია სასამართლოს სამართლიანობის აღმქმა. ასე მაგალითად,
2012 წელს, როდესაც პიკს მიაღწია პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქვეყანაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალი იყო, თუმცა 2013 წელს ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა.

დროთა განმავლობაში მცირდება აგრეთვე მთავრობის ზეგავლენის განცდა მოქალაქეებში. ევროკავშირის შესახებ ჩატარებული კვლევის სამ ნაკადში დასმულ შეკითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა რესპონდენტი იმას, რომ "სასამართლოები განიცდიან მთავრობის ზეგავლენას", მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მოსაზრებას ეთანხმება.