Monday, March 31, 2014

მომავლის შეგრძნება და ფინანსური მდგომარეობა



ხშირად ჩნდება კითხვა, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრები და მოსახლეობის განწყობა ერთმანეთს; რამდენად მგრძნობიარეა საზოგადოება სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების ცვალებადობის მიმართ და რა სისწრაფით აისახება ცვლილებები ადამიანთა ქცევებსა და განწყობებზე. 
პროფესიული თუ აკადემიური (უფრო სწორად, სწავლის მცდელობების) საქმიანობის დროს უამრავი მონაცემების, რიცხვებისა და ტრენდებს ვეჩეხები. სიხშირეების ამ ორომტრიალში ხშირად საინტერესო, დამაფიქრებელ და უბრალოდ სახალისო ფაქტს შეიძლება წააწყდე. ერთ–ერთი ასეთი საინტერესო ფაქტი შვილების სამომავლო მდგომერეობის შეფმასებელი კითხვა ("ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი შვილები ფინანსურად უზრუნველყოფილნი იქნებიან იმ ასაკში, რომელშიც ახლა ხართ?") გამოდგა კავკასიის ბარომეტრიდან

შვილების უზრუნველი მომავლისადმი პოზიტიური განწყობა საკმაოდ მნიშვნელოვნად (დაახლოებით 10%–ით) შემცირდა 2009 და 2013 წლებში. პოზიტიური განწყობის კლება საქართველოს  უახლეს ისტორიაში მომხდარი ორი მნიშვნელოვანი მოვლენის, აგვისტოს ომისა და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, შემდეგ დაფიქრსირდა. შესაძლებელია რომ ეს მოვლენა უბრალო დამთხვევა იყოს, თუმცა საინტერესოა კავკასიის ბარომეტრის ამ კითხვის დინამიკის შედარება ერთ ეკონომიკურ პარამეტრთან, კერძოდ მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელთან. თუ კი აქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტს დავუჯერებთ*, მშპ–ს რეალური ზრდა განიცდიდა გარკვეულ ტურბულენტობას და ბოლო 5 წლის განმავლობაში მერყეობდა. პოსტის თავში მოთავსებული ვიზიულიზაცია ნათლად გვიჩვენებს, რომ მშპ–ს რეალური ზრდა და საქართველოში გამოკითხული რესპონდენტების აზრი შვილების სამომავლო ფინანსური მდგომარეობის შესახებ სინქრონულად იკლებდა და მატულობდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს შესაძლოა უბრალო დამთხვევის შედეგი იყო (ზუსტი კორელაცია ამ ორ ცვლადს შორის დასადგენია), თუმცა მარტივი გრაფიკის საშუალებით შესაძლებელია მათ შორის არსებული რაღაც კავშირის დანახვაც.

შენიშვნა 
* 2013 წლის მშპ–ს რეალური ზრდის მონაცემად გამოყენებული მაქვს მესამე კვარტალის მაჩვენებელი.

No comments:

Post a Comment