Monday, March 31, 2014

90–იანი წლების დავიწყებული საქართველო

გასული საუკუნის 90–იანი წლები სტაგნაციის, უმოქმედობისა და უიმედობის სიმბოლო გახდა დღევანდელ საზოგადოებაში. ცოდნა 90–იანიების შესახებ გაიდეალიზებულ რომანტიკულ მოგონებებსა და სხვადასხვა ურბანულ მითებს ეფუძნება. ხშირად მეოცე საუკუნის უკანასნელი ათწლეულის შესახებ წარმოდგენები ვიწრო წრის წარმომადგენლის მემუარებით და სტატიების შედეგად გვიყალიბდნება.  იშვიათად მოიძენება სამეცნიერო ნაშრომი* ან კვლევა, რომელსაც ექნება იმის მცდელობა მაინც, რომ მეტ–ნაკლებად ობიექტური სურათი დაგვანახოს იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებისა. 

ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო წყარო 90–იანი წლების ყოფის შესახებ ცენტრალური და აღმოსავლური ევრობარომეტრის ბაზა შეიძლება გამოდგეს. მრავალ საინტერესო და შეიძლება ითქვას დეფიციტური ინფორმაციათა შორის განსაკუთრებით ჩემი ყურადღება შემდეგმა კითხვამ მიიქცია. 



ეს სლაიდი კარგად ასახავს 90–იანების დასაწყისში საქართველოსში კალეიდოსკოპური სისწრაფით მომხდარ ცვლილებებს – დამოუკიდებლობით გამოწვეული ეიფორია (საკუთარი თავის იმედზე მყოფი 19%), აშშ–სა და ევროკავშირის მიმართ  იმედიანი დამოკიდებულება და რუსეთისთვის ზურგის ქცევიდან (12%  1992 წელს) დსთ–ში გაწევრიანება (38% და 51%), საკუთარ ძალებში იმედგაცრუება (საკუთარის თავის იმედზე მყოფი 1%).  



შენიშვნა: 
* საქართველოს უახლესი ისტორიის გასაცნობად გირჩევთ სტივენ ჯონსის წიგნს – "პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ".
** მონაცემები შეწონილი არ არის, ცენტრალური და აღმოსავლური ევრობარომეტრის ბაზაში კონკრეტულად მითითებული არ არის შეწონვის ცვლადი საქართველოსთვის, სხვა დანარჩენი ცვლადები მხოლოდ რამდენიმე წლის მონაცემებზე მუშაობს. თუმცა, შეწონვის გარეშეც ცდომილება არ არის დიდი.

No comments:

Post a Comment